ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან მისი შეხვედრა გარდაუვალია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შედგება მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე ვადებს აჭიანურებს.

ამის შესახებ მან უცხოურ მედიასთან ინტერვიუში თქვა.

“ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან გარდაუვალია. მაგრამ თუ მას არაფრის დასრულება არ უნდა, შეხვედრა არ შედგება. ვფიქრობ, სხვა მიზეზები არ არსებობს. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში მივიღებთ თარიღებს, დღის წესრიგსა და ვადებს, რაც მნიშვნელოვანია”, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკი ასევე მიიჩნევს, რომ პუტინისა და ბაიდენის სამიტი რუსეთის ლიდერთან მის შეხვედრას არ დააჩქარებს.

მისი თქმით, რუსეთთან აუცილებელია დონბასში ომის დასრულების საკითხის განხილვა, შემდეგ კი  – სხვა საკითხებზე გადასვლა.

“მე მყავს ორი შვილი. მაგალითად, პატარა ჯერ კიდევ” საფენებშია”. რატომ? იმიტომ, რომ სამწუხაროდ, მას არ ესმის, რომ როდესაც, მაპატიეთ, გინდა “გასვლა”, ჯერ შარვალი უნდა გაიხადო და შემდეგ ქნა და არა – პირიქით. მაგრამ ჩვენ და რუსეთი უკვე ზრდასრულები ვართ. ჩვენ გვესმის, რა და რისთვის უნდა გავაკეთოთ. ასე რომ, როდესაც ისინი საუბრობენ ეკლესიაზე ან ენაზე, მე ვფიქრობ: ჩვენ გვაქვს ომი. მოდით, ჯერ ეს საკითხი გადავწყვიტოთ. არსებობს კონკრეტიკა: ჩვენ გვსურს ომის დასრულება, გვსურს ურთიერთობების გაუმჯობესება. რამდენად არის შესაძლებელი?”, – თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები