საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 096 პირი ემსხვერპლა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 668 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 809 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 859 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 811 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 356 179-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.36%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 672 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 341 775-მდე.