პაატა იმნაძე: თუ ხარ აცრილების გარემოცვაში, პრობლემა არ იქნება პირბადის მოხსნა, მაგრამ თუ არ ხარ აცრილების გარემოცვაში, პირბადე უნდა გეკეთოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ ადამიანი ვაქცინირებულია, მაგრამ აუცრელების გარემოცვაშია, პირბადე აუცილებლად უნდა ეკეთოს.

ამის შესახებ მან „იმედის დილაში“ ისაუბრა.

„როდესაც მე აცრილი ვარ, შეიძლება, კორონა მაინც მქონდეს (ძალიან ნაკლებია ამის ალბათობა). მართალია, აცრილი ნაკლებად გადამდებია, მაგრამ მაინც არის ალბათობა, რომ მან დააავადოს სხვა. ამიტომაც, თუ შენ ხარ აცრილების გარემოცვაში, პრობლემა არ იქნება პირბადის მოხსნა, მაგრამ თუ არ ხარ აცრილების გარემოცვაში, პირბადე უნდა გეკეთოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები