გიორგი გახარია ბრიუსელში მიხაილ ზიბერტს შეხვდა

პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია ბრიუსელში ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის, ეუთო-სა და რუსეთის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, მიხაილ ზიბერტს შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და მის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.

“მიხაილ ზიბერტთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ისაუბრა პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტიკური გეგმების შესახებ. ასევე, განიხილეს ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ.

შეხვედრები გაიმართება როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე  – ნატო-ში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები