ბაიდენ-პუტინის სამიტი დღეს შედგება

ჟენევაში, ლა გრანჟის ვილაში დღეს რუსეთისა და აშშ-ის პირველი პირების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება.

სამიტი ჟენევის დროით 13:35 საათზე, ხოლო რუსეთის დროით 14:35 საათზე დაიწყება.

მედიისთვის გავრცელებულ განრიგში ნათქვამია, რომ 10 წუთით ადრე ლიდერები შვეიცარიის პრეზიდენტ გი პარმელენთან ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრის გაფართოებული შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით 15:55 საათზე, ხოლო 17:40 საათზე მეორე რაუნდი დაიწყება.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ამბობდა, რომ მოლაპარაკება შესაძლოა, 4-5 საათის განმავლობაში გაგრძელდეს შესვენებებითა და ფორმატების ცვლილებებით.

სამიტის დასრულების შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაიმართება, თუმცა, მედიისთვის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი გააკეთებს.

აშშ-ისა და რუსეთის პირველი პირები პრეზიდენტების რანგში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები