ნინო ლომჯარია: ოჯახებიდან ბავშვების 18% სახელმწიფომ სიღარიბის გამო გამოიყვანა

არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ დიდი ზომის დაწესებულებები არის დღეს პრობლემა ბავშვზე ზრუნვის პოლიტიკის მიმართულებით. ასევე მონიტორინგს ვუწევთ მცირე საოჯახო ტიპის სახლებსაც და მინდობით აღზრდის პრობლემასაც, და რა თქმა უნდა, იქაც არის პრობლემები, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ნინო ლომჯარიამ განაცხადა. სახალხო დამცველი ამ პროცესში სოცმუშაკების ინსტიტუტს როლს უსვამს ხაზს.

მისივე თქმით, ამ პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდება, თუ ვერ გაძლიერდება სოციალური სამსახური და ოჯახიდან გამოყვანილი ბავშვების უკან დაბრუნების პროგრამა.

„ჩვენი მოთხოვნა და რეკომენდაცია ყოველთვის იყო, რომ პირველ რიგში თუ შესაძლებელია, რომ ოჯახი გაძლიერდეს, უნარებით იქნება ეს თუ ფინანსური დახმარებით, რა თქმა უნდა, ბავშვი უნდა იყოს ოჯახში. მაგრამ დღეს სახელმწიფოს მთავარი სისუტე არის ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მცირე რაოდენობით სოციალური მუშაკები, რომლებიც ვერ ახერხებენ შეაფასონ ოჯახის საჭიროებები, ვერ ახერხებენ ოჯახის გაძლიერებას და ამიტომ სოცმუშაკებს უწევთ ბავშვი გამოიყვანონ ოჯახიდან და წაიყვანონ სახლში ან პანსიონში და ამით გადაწყვიტონ პრობლემა. წლევანდელ ანგარიშში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოჯახებიდან ბავშვების 18% გამოიყვანა სახელმწიფომ სიღარიბის გამო. ანუ მიზეზად დასახელდა სიღარიბე. ეს არის ძალიან დიდი წილი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები