ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენ ვამბობდით, რომ სანამ მინდობით გაიყვან ბავშვს, სჯობს, რომ ბიოლოგიური ოჯახი დააფინანსო

ანდრია ჯაღმაიძე: სანამ მინდობით გაიყვან ბავშვს, სჯობს, რომ ბიოლოგიური ოჯახი დააფინანსო

კარგია, რომ სახელმწიფომ შეძლო ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების დახმარების გაძლიერება. უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ოჯახების გაძლიერება. მინდობით გასული ბავშვის ოჯახი ფინანსდებოდა, და ჩვენ ვამბობდით, რომ სანამ მინდობით გაიყვან ბავშვს, სჯობს, რომ ბიოლოგიური ოჯახი დააფინანსო, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„როდესაც ჩვენ გვქონდა შეხვედრა საპატრიარქოში, ევროკავშირის ელჩის, ჯანდაცვის სამინისტროს, „იუნისეფის“ მონაწილეობით, იქ გამოიკვეთა პრიორიტეტები – რა სჯობს ბავშვისათვის. თუ რაღაც მიზეზის გამო ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება არ გამოდის, შემდეგ მინდობით, ოჯახურ პირობებში ბავშვის განთავსება, ხოლო თუ ეს ორი პრიორიტეტული მიმართულება ვერ ხორციელდება, უმჯობესია, ბავშვი მოხვდეს მცირე ზომის პანსიონში.

მცირე ზომის პანსიონი გულისხმობს 10-12 ბავშვის ყოფნას. გარკვეული სტანდარტებია იქ ფართზე და სხვა პარამეტრებზე. საპატრიარქოს წინაშე იდგა ის ამოცანა, რომ მისი ბავშვთა პანსიონები უნდა გადაკეთებულიყო 2022 წლის აპრილისთვის. სავარაუდოდ, საპატრიარქოს ექნება მცირე ზომის პანსიონები და ბავშვები იქ ცხოვრების გაგრძელებას შეძლებენ. ნინოწმინდაში ერთადერთი ქართულენოვანი სკოლა სწორედ ამ ბავშვებისთვის არის გახსნილი, იქ დასახლებული ხალხიც ნინოწმინდაში ცხოვრობს და ამ კერის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები