ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დეკლარაცია: ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომლის მიზანი უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შელახვაა

ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომლის მიზანი უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შელახვაა, – ნათქვამია ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დეკლარაციაში.

„ჩვენ ერთიანნი ვართ რუსეთის მიმართ პრინციპულ მიდგომაში და მზად ვართ, მტკიცედ ვუპასუხოთ რუსეთის უარყოფით ქცევასა და მავნე საქმიანობას, რომელიც რუსეთმა უნდა გამოასწოროს, რათა თავიდან აიცილოს ურთიერთობების შემდგომი გაუარესება.

ჩვენი პოლიტიკისა და მოქმედებების კოორდინაციის მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალი დონის დიალოგის ჩამოყალიბებას რუსეთის საკითხზე. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომლის მიზანი უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შელახვაა“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები