დავით სერგეენკო – გახარიაზე: თუ მაშინვე თვლიდნენ, რომ 20 ივნისს მან ცუდად გააკეთა თავისი საქმე, რატომ მოინდომეს დაწინაურება, არის ამაში ლოგიკა, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს

“თუ მაშინვე თვლიდნენ, რომ 20 ივნისს მან ცუდად გააკეთა თავისი საქმე, რატომ მოინდომეს დაწინაურება, არის ამაში ლოგიკა, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლსობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, თუ გიორგი გახარია მის მიმართ არსებულ მთავარ კითხვებს არ უპასუხებს, უფრო მეტი კითხვა გაჩნდება.

„გახარიას შემთხვევაში კითხვები ბევრად მეტია, ვიდრე – პასუხები. მას აქვს საშუალება და მჯერა, გამოიყენებს და გააკეთებს განმარტებას, სულ მცირე, ორ თემასთან დაკავშირებით.

პირველი – რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და რამდენად შეიძლება, გაჩნდეს კითხვის ნიშნები მის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე. მეორე – ჩამოაყალიბოს მისი ხედვა, იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს ამომრჩევლის მხადაჭერას, რას აპირებს? რა გეგმებით აპირებს სიარულს?

ამ ორი რაღაცის გარეშე, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა, დარჩება უფრო მეტი კითხვა, ვიდრე პასუხები და ეს მის პოლიტიკურ რეიტინგს საერთოდ ნულამდე დაიყვანს.

თუ მაშინვე თვლიდნენ, რომ 20 ივნისს მან ცუდად გააკეთა თავისი საქმე, რატომ მოინდომეს დაწინაურება. არის ამაში ლოგიკა, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს, ისევე როგორც პასუხი არ მაქვს გახარიასთან მიმართებით უამრავ კითხვაზე“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები