გივი მიქანაძე – თვითმმართველობის არჩევნებზე: ოპოზიციის არცერთ კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის არცერთ კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ კანდიდატი ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვეს.
„არცერთ მათ კანდიდატს, ეს იქნება გაერთიანებული თუ ცალ-ცალკე წარმოდგენილი, არანაირი შანსიც კი არ აქვს, ისინი პირველივე ტურში დამარცხდებიან.
“ქართული ოცნების“ კანდიდატი ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვეს, ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის საქმიანობა და რეფორმები და ის – საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც კახი კალაძის ხელმძღვანელობით ქალაქის მერიამ და საკრებულომ გასული 4 წლის განმავლობაში განახორციელეს. თუ კალაძე იქნა ჩვენი კანდიდატი, მას სრული მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.