ლევან ვასაძე: მოვუწოდებ ,,ქართულ ოცნებას”, მიიღოს კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში და გააუქმოს დაანონსებული პრაიდი

“მოვუწოდებ ,,ქართულ ოცნებას”, მიიღოს კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში და გააუქმოს დაანონსებული პრაიდი”, – ამის შესახებ მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელმა, ლევან ვასაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ანტიკულტურის დამკვიდრების მცდელობა საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების ნორმებიდან აგდებს.

„ვნახეთ ჯოჯოხეთური კლიპი, რომელიც გადაიღეს ე.წ. პრაიდის რეკლამისთვის, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ნორმებს. იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებს, რადგან საზოგადოებრივი დიალოგის ფარგლებში არაერთი წელია, გვაქვს სრულიად მკაფიო მესიჯები ჩვენი მოძმე ოსებისა და აფხაზებისგან, თუ საქართველო მიდის მაგ გზით ანტიტრადიციული, სრულიად მიუღებელი მიმართულებით, ჩვენ თქვენთან საერთო არ გვაქვს. მსგავსი ანტიკულტურის დამკვიდრების მცდელობა ახდენს საქართველოს ამოვარდნას იმ საერთაშორისო საზოგადოების ნორმებიდან, რომლის რეალობაშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ქმნის საფრთხეს არა მხოლოდ შიდა დესტაბილიზაციისა ქვეყანაში, არამედ პირდაპირ ურტყამს ჩვენს სახელმწიფოებს სტატუსს.

მოვუწოდებ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მოეშვან თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი ან დადგნენ საზოგადოებრივი მორალისა და ტრადიციების გვერდზე, გააუქმონ ეს დაანონსებული პრაიდი. როგორც ეს ჩვენ მათ გავაკეთებინეთ ორი წლის წის. გარდა ამისა, მიიღონ კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ორი მოთხოვნა ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ. ასევე 15 პარტიას, რომელმაც ხელი მოაწერა ლგბ დოკუმენტის მანიფესტს, მათაც გააკეთონ არჩევანი, ან დადგნენ ქართველი ხალხის ტრადიციების, საზოგადოებრივი მორალის სადარაჯოზე, ან იმ ერთი მუჭა უცხოეთიდან დაფინანსებული დესტაბილიზატორების მხარეს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანაში დაძაბონ ყველაფერი“, – განაცხადა ვასაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები