მამამ, რომელიც ქალიშვილს სისტემატიურად აუპატიურებდა, 17 წლის შვილი მოკლა – რა მოხდა დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში, პეტეებოროში 51 წლის კაცმა 17 წლის ქალიშვილი მოკლა, მკვლელობის მიზეზად კი შვილის “გაჩუმება” სახელდება, რადგან კაცი არასრულწლოვანზე სისტემატურად, სექსუალურად ძალადობდა. ინფორმაციას Cambridge live ავრცელებს.

17 წლის ბერნადეტ ვოლქერი ცოცხალი ბოლოს გასული წლის 18 ივლისს ნახეს, როდესაც მამამისმა, სკოტ ვოლქერმა გოგოს ბებია-ბაბუის სახლიდან წამოსაყვანად მანქანით მიაკითხა.

გოგონას სხეული ამ დრომდე ნაპოვნი არ არის და სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ბერნადეტის გაუჩინარების შესახებ გარდაცვლილის დედამ პოლიციას მხოლოდ 21 ივლისს შეატყობინა.

თინეიჯერმა გოგომ დედას 16 ივლისს გაუმხილა, რომ მამა მასზე სექსუალურად წლების განმავლობაში ძალადობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მოზარდს დედამ არ დაუჯერა, ამბის უკეთ გარკვევის მაგივრად კი ბერნადეტი ბებიის სახლში გაუშვეს, რათა სიტუაცია დაწყნარებულიყო. მას შემდეგ კი, რაც გოგონას მოძალადე მამამ მიაკითხა, ის გაუჩინარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბერნადეტის გვამი არ უპოვიათ, იგი გარდაცვლილად გამოაცხადეს. მის მშობლებს ჰქონდათ გეგმა, თუ როგორ აერიდებინათ თავიდან ყველანაირი სასჯელი. ეს ყველაფერი კი ცრუ ჩვენებებისა და სხვადასხვა მანიპულაციური გზით უნდა გაეხორციელებინათ. მათ ხელთ იგდეს შვილის სოციალური ქსელები და გააგზავნეს ყალბი მესიჯები, რათა მოზარდის სამეგობროს ეჭვები არ გასჩენოდა.
გოგონას გაქრობიდან ექვსი კვირის შემდეგ კი პოლიციამ ორივე მათგანი დააპატიმრა.

დამნაშავეები ბრალს არ აღიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები