თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაცია ამცირებს გარდაცვლილთა რაოდენობას, სასიკვდილო, მძიმე ფორმებსა და რეანიმაციაში მოხვედრის შემთხვევებს – დღეში 15-16 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს

“ის, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში სიკვდილიანობა შედარებით მაღალია, განპირობებულია სწორედ იმით, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანებით დაიწყო”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ამცირებს გარდაცვლილთა რაოდენობას, სასიკვდილო, მძიმე ფორმებსა და რეანიმაციაში მოხვედრის შემთხვევებს.

„ჯერ მესამე ტალღა მთლიანად არაა დაძლეული. ის, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში სიკვდილიანობა შედარებით მაღალია, განპირობებულია სწორედ იმით, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანებით დაიწყო. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ვაქცინაციის კარგი ტემპი აიკრიფა, დაახლოებით, მოსახლეობის 7% გვყავს ვაქცინირებული. ვაქცინაცია, პირველ ყოვლისა, ამცირებს სწორედ გარდაცვლილთა რაოდენობას, სასიკვდილო, მძიმე ფორმებსა და რეანიმაციაში მოხვედრის შემთხვევებს. დღეში 15-16 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს“, – აცხადებს ცერცვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები