ექსპერტი: აშშ სამხრეთ კავკასიაში აქტიური პოლიტიკის გატარებას იწყებს

 

სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, აკადემიკოსი რუბენ საფრასტიანი მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში გაჟღერებული თეზისი ასახავს ამჟამინდელი ადმინისტრაციის მზაობას, გააძლიეროს პოზიციები ყარაბაღის პრობლემის მოლაპარაკებათა პროცესში.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაში უფრო აქტიური პოლიტიკის გატარებას იწყებს, რისი დამადასტურებელიხ იყო რეგიონში ფილიპ რიკერის ვიზიტი.

“ამ საკითხში თურქეთს საკუთარი თამაში აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღში 44-დღიანი ომის დროს ანკარამ ვერ მიიღო ის, რაც სურდა, მას გაუჩნდა შესაძლებლობა, განამტკიცოს პოზიციები სამხრეთ კავკასიაში. დღეს თურქეთი ცდილობს, ეს შესაძლებლობები შეერთებულ შტატებს დაუთმოს, სანაცვლოდ კი გარკვეული დივიდენდები მიიღოს. ისინი ამერიკელებს პირდაპირ ეუბნებიან: თქვენ გსურთ, გააქტიურდეთ სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ ჩვენ იქ უკვე გვაქვს ადგილი და ჩვენ შეგვიძლია, დაგეხმაროთ ამ საკითხში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თურქეთი სთავაზობს შეერთებულ შტატებს შუამავლობით საქმიანობას”, – თქვა თურქოლოგმა

საფრასტიანი დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები გააქტიურდება რეგიონში არამხოლოდ თურქეთის შუამავლობით, თუმცა, ამ ქვეყნის ფაქტორი გამოყენებული იქნება ახალი პოლიტიკის კონტექსტში. ამიტომ, ორივე მხარეს აქვს საკუთარი გათვლები. ექსპერტის თქმით, სამოკავშირეო ურთიერთობების შენარჩუნებით ეს ქვეყნები შეეცდებიან, სარგებლობა ნახონ ორმხრივი თანამშრომლობით.

“შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტა დღეს არ ენდობა თურქეთს, რადგან ამ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც არ იზიარებს დასავლურ ფასეულობებს, რომლის გავრცელებასაც ბაიდენი მიიჩნევს საკუთარ მისიად. აქედან გამომდინარეობს, რომ დღევანდელი თურქეთი არ აღიქმება, როგორც დასავლური ღირებულებების სისტემა. თუ უნდობლობა გაიზრდება, მას შეიძლება, შედეგები მოჰყვეს თურქეთისთვის, მით უმეტეს, რომ ამას ერდოღანის ავანტურული პოლიტიკა უწყობს ხელს”, – თქვა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები