დირკ ბუშლე: ნამახვანჰესთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა პროდუქტიული იყო

„ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ეხება თვით ნამახვანის პროექტს, კერძოდ, ჩვენ მიერ იმის იდენტიფიცირებას, თუ რამდენად გამოიკვეთება პროექტთან დაკავშირებული რაიმე ისეთი რისკი, რაც გადახედვას საჭიროებს”, – ამის შესახებ  ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელმა, დირკ ბუშლემ განაცხადა  და აღნიშნა, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა პროდუქტიული იყო, სადაც მოხერხდა დავის თაობაზე სამი ძირითადი პუნქტის განხილვა

“ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ისეთი რისკი იქნა გამოვლენილი, რომლის აღმოფხვრის გარეშეც შესაძლოა დადგეს მნიშნელოვანი ზიანი, ჩვენი ამოცანა იქნება რისკის პრევენციის გზების იდენტიფიცირება“, – აღნიშნა ბუშლემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები