შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით ხმა არ მისცა, რაც 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაა

“ოპოზიციამ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით ხმა არ მისცა, რაც 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტია ეხება ყველა დარღვევას, რომელიც დაკავშირებული იყო 20-21 ივნისის მოვლენებზე.

,,ოპოზიციამ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით ხმა არ მისცა, რაც არის 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა. იმედია, მესამე მოსმენისთვის მოემზადებიან და პასუხისმგებლობას გაათვითცნობიერებენ,  ხელშეკრულებას ხელს რომ აწერენ, ის უნდა შესრულდეს კიდეც. ჩვენი პროექტი სრულ შესაბამისობაშია 19 აპრილის შეთანხმების შინაარსსა და არსთან. ოპოზიციის ვერსია პირდაპირ ეწინააღმდეგება შეთანხმებაში მოყვანილ სიტყვა – ყველას. ამნისტია ეხება ყველა დარღვევას, რომელიც დაკავშირებული იყო 20-21 ივნისის მოვლენებზე. შესაბამისად, ვისაც არ აქვს წინააღმდეგობა, რომ ამნისტია არ შეეხოს, ყველას შეეხება და ეს არის 19 აპრილის შეთანხმების იდეა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები