ბრიტანეთში დღეს “დიდი შვიდეულის” სამიტი გაიხსნება

დიდი ბრიტანეთში დღეს, ერთი წლით დაგვიანებით, “დიდი შვიდეულის” სამიტი დაიწყება​ და 13 ივნისამდე გაგრძელდება. უფრო კონკრეტულად, სამიტის გამართვის ადგილია კორნუოლის საგრაფო, ზღვისპირა ქალაქი კარბის-ბეი.

G7-ის ძირითადი, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების: აშშ-ის, გერმანიის, იაპონიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და კანადის გარდა, წლევანდელ სამიტზე მიწვეულნი არიან ავსტრალიის, ინდოეთის, სამხრეთ კორეისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პირები.

2020 წელს სამიტი აშშ-ში, ივნისში, კემპ-დევიდში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მარტში თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პანდემიის გამო ლიდერთა შეხვედრა არ გაიმართება. თითქოს, საუბარი იყო იმაზე, რომ იმჟამინდელი რეზიდენტი, დონალდ ტრამპი ღონისძიებას მოგვიანებით გამართავდა, თუ ის მაინც ვერ შედგა.

2020 წლის მარტსა და აპრილში “დიდი შვიდეულის” ლიდერები ერთმანეთს ვიდეფორმატით შეხვდნენ, რომლის დროს კორონავირუსის პანდემია განიხილებოდა.

წელს სამიტს ბრიტანეთი მასპინძლობს. 19 თებერვალს ბორის ჯონსონმა G7- ის ქვეყნების ლიდერებთან ონლაინშეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განიხილეს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავება და განაწილება, პოსტეპიდემიური ეკონომიკის აღდგენა და სხვა საკითხები. დასკვნით კომუნიკეში, G7-მა გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა სტრუქტურებთან ჯანმრთელობის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

მსოფლიოს ინდუსტრიული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრების ჩატარების გადაწყვეტილება 1970-იანი წლების დასაწყისში იქნა მიღებული ფინანსურ არასტაბილურობასა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მიერ ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილებით გამოწვეულ პირველ ნავთობ კრიზისთან დაკავშირებით.

G7-ის წარმოშობა საფრანგეთის, გერმანიის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრების შეხვედრას უკავშირდება, რომლებიც, ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის დარეგულირების აუცილებლობის გაცნობიერების შედეგად, 1973 წლის 25 მარტს შეიკრიბნენ თეთრი სახლის ბიბლიოთეკაში და ამ შეხვედრას  “ბიბლიოთეკის ჯგუფი” ეწოდა.

1973 წლის სექტემბერში კვარტეტს იაპონია შეუერთდა, შემდეგ იყო იტალია. 1976 წელს ექვსეულს კანადა შეუერთდა, 1977 წლიდან კი შეხვედრებს ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებიან.

რუსეთი “შვიდეულს” პირველად 1991 წელს შეუერთდა, უკვე 1998 წელს ბირმიგემში “დიდი შვიდეული” ოფიციალურად “დიდ რვიანში” გარდაიქმნა, როდესაც რუსეთი სრულფასოვანი წევრი გახდა. 2014 წელს სამიტის გამართვა რიგის მიხედვით სოჭში უნდა შემდგარიყო, თუმცა, 3 მარტს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ წყვეტს შეხვედრის მომზადებას რუსეთის პოზიციის გამო უკრაინასა და ყირიმში.

2014 წლის 4-5 ივნისს კანადის, საფრანგეთი, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ბრიტანეთის, აშშ-ის ლიდერებმა ბრიუსელში “შვიდეულის” ფორმატში საკუთარი სამიტი გამართეს.

ამის შემდეგ, სამიტში რუსეთში აღარ მიუწვევიათ. ბოლო წლებში არაერთხელ წამოწეულა საკითხი სამიტში რუსეთის დაბრუნების შესახებ. 2020 წელს ტრამპი ამბობდა, რომ G7-ში მოსკოვის ყოფნა გონიერება მოითხოვს და სამიტზე რუსეთის მიწვევას გეგმავდა, რასაც დანარჩენი წევრები არ ეთანხმებოდნენ. კრემლში აცხადებენ, რომ მათთვის “დიდ შვიდეულში” მონაწილეობა  თვითმიზანს არ წარმოადგენს და “ოცეულის” ფორმატს უფრო მისაღებად მიიჩნევენ.

კორნოულში სხვა საკითხებთან ერთად რუსეთისა და ჩინეთისგან მომდინარე საფრთხესაც განიხილავენ. როგორც ბრიტანეთში გაფრენამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, “უნდა ვაჩვენოთ პუტინსა და ჩინეთს, რომ ევროპა და შეერთებული შტატები კვლავინდებურად ახლოს არიან, “დიდი შვიდეული” კი იმოქმედებს”.

სამიტის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, შემაჯამებელი კომუნიკე მიიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები