ელისო ბოლქვაძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე პარიზში დიასპორის ასოციაციებისა და საკვირაო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„შეხვედრაზე კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერაზე, ადაპტირებული სასკოლო სახელმძღვანელოების საჭიროებასა და ქართული ლიტერატურის ბიბლიოთეკის შექმნის აუცილებლობაზე ვისაუბრეთ”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
შეხვედრას საქართველოს დესპანი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდა.