საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 184 მოქალაქე აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 184-მა ადამიანმა გაიკეთა.

სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 191 001-მა მოქალაქემ გაიარა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 351 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 337 023, გარდაიცვალა 4 996 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები