თაკო ჩარკვიანი: თქვენ ნახეთ, როგორი მწვავე იყო დღეს სხდომა, ზუსტად ამიტომ შემოვედით

“მრავალპარტიული გახადეს ხელმომწერებმა უკვე პარლამენტი, ბოიკოტს დაუკარგეს აზრი, ამიტომ, ახლა ჩვენ ნამდვილად არ დავასხამთ ხელისუფლების წისქვილზე წყალს, კომფორტის ზონიდან გამოვიყვანთ”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, “კანონი და სამართალის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის ბოიკოტის მომხრე იყო, თუმცა, სხვა მოცემულობა შეიქმნა, რამაც დარჩენილი პოლიტიკური სპექტრი იძულებული გახადა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიეღო.

„მრავალპარტიული გახადეს ხელმომწერებმა უკვე პარლამენტი, ბოიკოტს დაუკარგეს აზრი, ამიტომ, ახლა ჩვენ ნამდვილად არ დავასხამთ ხელისუფლების წისქვილზე წყალს და ამ კომფორტის ზონიდან გამოვიყვანთ, თქვენ ნახეთ, როგორი მწვავე იყო დღეს სხდომა, ზუსტად ამიტომ შემოვედით. რომ ვნახეთ მოცემულობა სხვა შექმნეს უკვე და პოლიტიკური მოცემულობა სხვა მივიღეთ იმ ხელისმომწერების გამო, იყო ერთპარტიული პარლამენტი ბოიკოტის გამო და მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსები ჩამოვიყვანეთ, აქ დავსვით, უნდა მოეთმინათ და დღეს არც ამნისტიის ამ ფორმაზე იქნებოდა საუბარი, ანრი ოხანაშვილის სალაპარაკო არ გახდებოდა ამნისტიის კანონპროექტი. ვერ მოითმინეს, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა, ახლა ძალიან გვიან არის ამაზე საუბარი, ამიტომ, იმ პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, რაც მათ მოგვაწოდეს, მივიღეთ ფრიად სამწუხარო გადაწყვეტილება, ბოლომდე იმ აზრზე ვარ, რომ ბოლომდე უნდა დავრჩენილიყავით ბოიკოტის რეჟიმში და ჩვენ უკვე ხელში გვექნებოდა აუცილებლად რეფორმირებული ვადამდელი არჩევნები, მაგრამ სრულიად სხვა ვითარება შექმნეს, ამიტომ დარჩენილი პოლიტიკური სპექტრი იძულებული გახდა უკვე პარლამენტში შემოსულიყო და აქ შეგვექმნა მათთვის დისკომფორტი”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები