რატი იონათამიშვილი: მთელი ის ძირითადი რიტორიკა, რაც აქვს “ნაცმოძრაობას”, არის ისეთ არგუმენტზე დაფუძნებული, რომელიც, სინამდვილეში, ამნისტიის კანონპროექტში არ არის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა ისეთ არგუმენტზეა დაფუძნებული, რომელიც, სინამდვილეში, ამ კანონპროექტში არ არის.
„მთელი ის ძირითადი რიტორიკა, რაც აქვთ ჩვენს ოპონენტებს „ნაციონალური მოძრაობიდან“, არის ისეთ არგუმენტზე დაფუძნებული, რომელიც, სინამდვილეში, ამ კანონპროექტში არ არის. შავით თეთრზე ვწერთ და ცხადად ვამბობთ, რომ ევროპული კონვენციის მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულის სახეებზე ამ კანონპროექტით გათვალისწინებული მუხლები არ გავრცელდება. მაინც, მათ ინიციატივაში ეს ნარატივი და რიტორიკაა ჩადებული. ეს ნიშნავს, რომ რეალური არგუმენტები არ არის, რითაც საგნობრივ განხილვასა და შინაარსში შევიდეთ ან სინამდვილეში, შინაარსში კი არ არის აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი, არამედ – პრინციპებში. იმ პრინციპებში, რომელიც ამ კანონპროექტში კი არა, შარლ მიშელის დოკუმენტშია ჩაწერილი. ამ პრინციპების წინააღმდეგ არის ის ორგანიზაცია, რომელმაც ხელი არ მოაწერა და ეს უფრო ბუნებრივი და გასაგებია. ეს უნდა ვთქვათ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.