გახარია კობახიძეზე: კურდღლებს მარტო ოპოზიციას კი არ ვეძახდი, სხვებსაც ვეძახი ხოლმე და ესეც ზუსტად იგივე შემთხვევაა
კურდღლებს მარტო ოპოზიციას კი არ ვეძახდი, სხვებსაც ვეძახი ხოლმე და ესეც ზუსტად იგივე შემთხვევაა, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა.
“ჯერ ერთი, მე საერთოდ არ შევდივარ დისკუსიაში ადამიანებთან, რომლებსაც თავიანთი პოზიციის დაფიქსირება უჭირთ.
ზოგიერთებმა ჯერ უფლება უნდა მოიპოვონ, რომ თავიანთი აზრი გამოთქვან და სხვების აზრის გამხმოვანებლები არ იყვნენ, ეს ერთი და მეორე – მე ობიექტურად კურდღლებს მარტო ოპოზიციას კი არ ვეძახდი, სხვებსაც ვეძახი ხოლმე და ესეც ზუსტად იგივე შემთხვევაა”, – განაცხადა „საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ გადაცემა „რეაქციაში” სტუმრობისას.