მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე: ნეპოტიზმსა და კორუფციაზე, რომ საუბრობს ერთი ზარი თუ მიუღია ჩვენი მხრიდან?!
ნეპოტიზმსა და კორუფციაზე რომ საუბრობს, ერთი ზარი თუ მიუღია, ორი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი იყო კაცი?!, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
„როცა პარლამენტი გაქვს სამიზნედ ამოღებული და თან ნეპოტიზმსა და კორუფციაზე ქვეყნის აღმასრულებელი პირი საუბრობ, საზოგადოებამ იცის, ვის ხელშია, თუ იკადრა და სისტემამ დაუშვა, კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკები.
გამოვიდეს და ერთი კითხვაც მაქვს მასთან. ხომ ამბობს, ფაქტები არ იყო, რისკებზე ვსაუბრობდიო. ჩვენიდან, ირაკლი კობახიძისგან, მამუკა მდინარაძისგან, არჩილ თალაკვაძისგან, კახა კუჭავასგან ან სხვებისგან, პარლამენტიდან მიიღო როდესმე ზარი? ამით „ნაცების“ სპეკულაციას ამ თემაზე განავრცობს ან დაასრულებს.
ერთი ზარი თუ მიუღია, ორი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი იყო კაცი, ისეთ თემასა და თხოვნასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი მხრიდან ფინანსურ სარგებელს შეეხებოდა! ერთი ზარი, მინიშნება თუ მაინც მიუღია. ან კიდევ – ვინმე ჩემი ნათესავია და მოდი, დანიშნე ამა და ამ ადგილზე, ასეთი თხოვნა თუ მიუღია, გამოვიდეს და თქვას“, – განაცხადა მდინარაძემ „იმედის ფაქტორში“.