ირაკლი ჩიქოვანი: არ მივესალმები იმას, რომ ექვსი თვის განმავლობაში „ნაცმოძრაობამ“ ოპოზიცია ყურით ატარა და საკუთარი დღის წესრიგის მძევლებად გახადა

“არ მივესალმები იმას, რომ ექვსი თვის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიცია ყურით ატარა და საკუთარი დღის წესრიგის მძევლებად გახადა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს ყველა ოპოზიციურმა ძალამ.

„ძალიან ბევრი საუბარი მოვისმინე იმაზე, თუ როგორ მიესალმებიან ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას, მაგრამ მე არ მივესალმები იმას, რომ ექვსი თვის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიცია ყურით ატარა და საკუთარი დღის წესრიგის მძევლებად გახადა. ადამიანები, რომლებიც გახადეს ბრალდების ადრესატად მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დემოკრატიული პროცესების შესაბამისად განხორციელებული არჩევნების შედეგად, დემოკრატიული ინსტიტუტის მუშაობაში მიეღოთ მონაწილეობა. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს ყველა ოპოზიციურმა ძალამ, დაიცვან ის და იმუშაონ ყველასთან ერთად საქართველოს პარლამენტში. ეს არის ის სულისკვეთება, რომელზეც საუბრობს შარლ მიშელის დოკუმენტი და საუბრობს ყველა ჩვენი პარტნიორი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები