ირაკლი ზარქუა – “ნაცმოძრაობაზე”: მიშელის დოკუმენტში კონკრეტული თემები წერია, თუ ამაზე მუშაობას არ აპირებენ, მაშინ ხელფასებისთვის შემოდიან?

 

“ამბობენ, რომ ხელს არ მოაწერენ, მაგრამ მოუწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” პროცესების დესტრუქციაში გადასაყვანად ყველაფერს აკეთებდა.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს არის უპრინციპობის, უთავმოყვარეობის, თვეები, დღეები, სადაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ პროცესები დესტრუქციაში გადაეყვანათ. ახლა ამბობენ, რომ ხელს არ მოაწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს, მაგრამ მოუწევთ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა, რადგან იქ არის კონკრეტული თემები, ეს არის სასამართლო რეფორმა, აქ საუბარია საარჩევნო თემაზე და თუ ამაზე მუშაობას არ აპირებენ, მაშინ ხელფასებისთვის შემოდიან? ყვირილი გარეთ უფრო ეფექტურად ჟღერდა, თორემ აქ არ მიეცემათ ისევ იმ დემაგოგიის საშუალება. პირადად მე, ერთადერთი ადამიანი, ვინც იქ მეცოდება, ნიკა მელიაა, რომელიც უკრაინის იმ მოქალაქემ ბოლომდე დაჩაგრა და ბოლომდე უთავმოყვარეო გახადა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები