ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის სენატის კულტურის, განათლებისა და კომუნიკაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლორან ლაფონს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის სენატის კულტურის, განათლებისა და კომუნიკაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლორან ლაფონს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის სექტორში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

„ვისაუბრეთ ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და საფრანგეთში მისი უკეთ წარმოჩენის საკითხებზე”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები