პაატა მანჯგალაძე: უახლოეს ხანებში გახარია თვითონ მოგვცემს მტკიცებულებებს, რომ გავიგოთ „ნაცია“ თუ „ქოცია“

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ მის გარშემო არსებულ კითხვებს პასუხები თავად უნდა გასცეს.

მისი თქმით, მალე გაირკვევა გახარია „ნაცია“ თუ „ქოცი“.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს არის პოლიტიკური პიარის ნაწილი, რომ ერთი ჯგუფი ამტკიცებს, რომ გახარია ნაციონალია და მეორე ჯგუფი ამტკიცებს, რომ გახარია არის „ქოცი“. თვითონ გახარიამ უნდა გასცეს ამ კითხვებს პასუხი საკუთარი ქმედებებით. უახლოეს ხანებში გახარია და მისი გუნდი თვითონ მოგვცემს იმ მტკიცებულებებს „ნაცია“ თუ „ქოცია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები