კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 258, აჭარაში – 50, იმერეთში – 50

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 258 შემთხვევა, აჭარაში – 50, იმერეთში – 50, ქვემო ქართლში – 36, შიდა ქართლში – 15, გურიაში – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 48, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 8, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 657, საიდანაც: 3 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 908, აჭარაში – 328, იმერეთში – 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში – 354, აჭარაში – 89, იმერეთში -138. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 11, იმერეთში – 12. 630 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 373 – თბილისში, 227- აჭარაში. 6 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები