ავიაკომპანია Bees Airline საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს ზრდის

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ი, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ოპერირება მიმდინარე წლის 30 აპრილიდან დაიწყო, რეგულარულ რეისებს კიევი – ბათუმი – კიევისა და ხერსონი – თბილისი – ხერსონის მიმართულებით შეასრულებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება: კიევი – ბათუმი – კიევი, 9 ივნისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს, 13 ივნისიდან 24 ოქტომბრამდე – ყოველ კვირას, 11 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე – ყოველ პარასკევს და 14 ივნისიდან 27 სექტემბრამდე – ყოველ ორშაბათს; ხერსონი – თბილისი – ხერსონი, 11 ივნისიდან 1-ელ ოქტომბრამდე – ყოველ სამშაბათს და პარასკევს. ამასთან Bees Airline-ი ამატებს კვირაში 2 სიხშირეს კიევი – თბილისი – კიევის მიმართულებით და, ჯამურად, ავიაკომპანია ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ახალი მიმართულებებით და დამატებითი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 2 ივნისს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები