ანა ბუჩუკური: ხან კეზერაშვილი გვაფინანსებს, ხან – ჩხარტიშვილი

“ხან კეზერაშვილი გვაფინანსებს, ხან – ჩხარტიშვილი”, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას პარტიას დავით კეზერაშვილი აფინანსებს.

მისი თქმით, საჯარო რეესტრში განცხადება წარდგენილია და დაფინანსების შესახებ მალე ყველაფერი საჯარო იქნება.

„ხან კეზერაშვილი გვაფინანსებს, ხან – ჩხარტიშვილი. შაბათს იყო დამფუძნებელი კონფერენცია. შემდგომ, როგორც პროცედურულად ხდება, წარდგენილი გვაქვს განცხადება საჯარო რეესტრში. როგორც კი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ამ ნაწილს გაივლის (პარტია), ყველაფერი იქნება საჯარო იმიტომ, რომ ამას კანონი გვთხოვს, ფიზიკურად ვერ გავექცევით“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები