ბადრი ჯაფარიძე: სიახლე არ მითქვამს, მუქარის შემცველი წერილი გადმომეცა გახარიას მიერ – რა ადგილზე იყო, რომელ საათზე, ეს არის პროკურატურის დასადგენი

“წერილი გადმომეცა გახარიას მიერ, მაგიდაზე იყო წერილი, ხელში გადმომცა – რა ადგილზე იყო, რომელ საათზე, ეს არის პროკურატურის დასადგენი”, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მუქარის შემცველი წერილი, ისევე როგორც ბრიტანეთის ლაბორატორიის მიერ გამოგზავნილი თითის ანაბეჭდები, პროკურატურას აქვს გადაცემული.

„არაფერი სიახლე მე გუშინ არ მითქვამს, იმავეს ვიმეორებდი ადრეც, ეს არ არის ახალი ინფორმაცია. ბატონმა გახარიამ გადმოგვცა წერილი, რომელიც შეიცავდა მუქარას, სამწუხაროა, რომ ის ამას არ აღიარებს. გუშინდელი განცხადება მოჰყვა მის კიდევ ერთ ტყუილს, თითქოს, ეს წერილი არ არსებობდა.

წერილი გადმომეცა გახარიას მიერ და მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. მაგიდაზე იყო წერილი, ხელში გადმომცა, რა ადგილზე იყო, რომელ საათზე, ეს არის პროკურატურის დასადგენი. სამწუხაროა, რომ ის არ იხდის ბოდიშს ამის გამო და საზოგადოებას არ ეუბნება სიმართლეს. ჩემი აზრით, ვინც დაავალა ამ წერილის გადმოცემა, იმის ეშინია, დიდი ეჭვი მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ის არის ივანიშვილის მიერ შემოყვანილი პოლიტიკაში, და რა თქმა უნდა, მის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წერილის შესახებ პირველად 2019 წლის 4 მარტს ისაუბრა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები