იაგო ხვიჩია: მეურნე მერის იდეის მომხრე არ ვარ

“მეურნე მერის იდეის მომხრე არ ვარ”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ თბილისის მერის კანდიდატთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ინიციატივის კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, არჩევით თანამდებობაზე პოლიტიკოსი უნდა იყოს.

„მეურნე მერის იდეის მომხრე არ ვარ, მგონია, რომ არჩევით თანამდებობაზე უნდა იყოს პოლიტიკოსი. იმის გამო, რომ, სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკოსებს სახელი აქვთ გატეხილი, ადამიანები იფიქრებენ ახალ-ახალ იდეებს, რომელიც, მათი აზრით, ხალხისთვის მისაღები იქნება. მაგრამ, ზოგადად, ეს იდეა, რომ ქალაქის მერი პოლიტიკოსი კი არა სხვა ვინმე უნდა იყოს, მცდარია, მით უმეტეს, როცა ამხელა მნიშვნელობა ენიჭება დედაქალაქის მერს. აქედან გამომდინარე, არ მჯერა მაგ იდეის, არც ასეთ მეურნე კანდიდატს ვხედავ ვინმეს, რომელსაც მხარს დაუჭერს ოპოზიცია. ვფიქრობ, რომ ჩვენ ტრადიციული გზით უნდა წავიდეთ. ეს არ არის კერძო კომპანიის მართვა, ამხელა ქალაქის მოვლა-პატრონობა მოითხოვს პოლიტიკურ დისკუსიებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩამ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი უნდა თქვან მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე. მისივე თქმით, თბილისის მერი უნდა იყოს მეურნე ადამიანი და არა – რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები