ნიკოლოზ სამხარაძე: სენატორებისგან მხარდაჭერას ველოდებით, რადგან ეს მნიშვნელოვანია სწორედ ნატო-ს გაფართოების კონტექსტში

“ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, რომელიც გაცხადებულია, საბოლოოდ, უნდა გადაითარგმნოს ქმედით პოლიტიკურ ნაბიჯებში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, სენატორებთან შეხვედრაზე ნატო-სა და აშშ-ის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოებაზე უფრო მეტი მხარდაჭერის საკითხს დააყენებს.

„ჩვენ სენატორებისგან მხარდაჭერას ველოდებით, რადგან მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია სწორედ ნატო-ს გაფართოების კონტექსტში. ვაპირებ, მათთან შეხვედრაზე დავაყენო საკითხი – უფრო მეტი და ქმედითი მხარდაჭერის ნატო-სა და აშშ-ის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოებაზე. ამაში ვგულისხმობ საქართველოს უსაფრთხოებაში ნატო-ს უფრო მეტ ჩართულობას და, ზოგადად, შავი ზღვის უსაფრთხოებაში. ასევე, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, რომელიც გაცხადებულია, საბოლოოდ, უნდა გადაითარგმნოს ქმედით პოლიტიკურ ნაბიჯებში, რათა საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს ნატო-ს“, – განაცხადა სამხარაძემ.

სენატორები საქართველოს დღეს ეწვევიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები