რატი იონათამიშვილი: დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გახარიას გადადგომა იყო ნაბიჯი სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ, “ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ნაბიჯები იყო და არის არათანმიმდევრული.

იონათამიშვილის თქმით, აღნიშნულს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გახარიას პოლიტიკური სვლები ადასტურებს.

“დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გახარიას გადადგომა იყო სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ. ის იყო და არის არათანმიმდევრული ვინაიდან, ჯერ მხარს უჭერდა იმუნიტეტის მოხსნას, ხოლო შემდეგ კანონის აღსრულებას ეწინააღმდეგებოდა. მას მოუწევს საზოგადოებისთვის კითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა. განსაკუთრებით, რატომ ითხოვდა ორ-სამ დღიან ვადას, ხომ არ იყო ეს მართლაც “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში. ვინაიდან, უფრო მეტი იერიში მიეტანათ ქართულ დემოკრატიაზე და ხომ არ იყო იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელიც საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას” და რომელიც ჩააფლავა “ქართული ოცნებისა” და სახელმწიფოს ეფექტურმა მუშაობამ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები