კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ იმსჯელა

კულტურის კომიტეტის წევრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი, 2020 წლის ანგარიშის შესახებ იმსჯელეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც სხდომაზე მომხსენებელმა აღნიშნა, პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდა. კერძოდ, პანდემიის პირობებში ამოქმედდა ტელესკოლა, არხმა ჩაწერა 3000-ზე მეტი გაკვეთილი არა მარტო ქარულ, არამედ – ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
2020 წელს გაფორმდა პირდაპირი კონტრაქტი „დისნეისთან”.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, პირველი არხი ლიდერია სპორტული გადაცემების წარმოებასა და ტრანსლირებაში. ასევე, ეთერში გავიდა მრავალი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი საარქივო მასალიდან თეატრალური მასალის, ძველი ხალხური სიმღერების ტექნიკური თვალსაზრისით განახლებას ახდენს.
კომიტეტს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ანგარიში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ წარუდგინა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები