“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები მორიგ კარავს შლიან – “ყველა გზა გადაკეტილია, ამიტომ ხეობაში ვერ შევლენ”
,,ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები მორიგ კარავს შლიან. ამჯერად, ადგილმდებარეობად სოფელი სორმონი შეირჩა.
ჰესის მოწონააღმდეგების თქმით, აღნიშნული გზით ხეობა მწვანეყვავილას დასახლებას უერთდება, საიდანაც შედიოდნენ კომპანიის თანამშრომლები, ამიტომ კონტროლდება.
,,კომპანიამ ალტერნატიული გზა გამოძებნა, ამიტომ გადავკეტეთ აქაც. მნიშვნელოვანია, რომ აქაურმა მცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი, თავად მიიღებდნენ მონაწილეობას პიკეტირებაში. ყველა გზა გადაკეტილია, ამიტომ ხეობაში ვერ შევლენ,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
აქციის მონაწილეებს კარავი უკვე ოთხ ლოკაციაზე აქვთ გაშლილი. ისინი კომპანია “ენკას” ტექნიკას ხეობაში არ ატარებენ.