რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობა“ გაფორმდა, როგორც ყველაზე მარგინალური და ოდიოზური პოლიტიკური პარტია
“ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში მთავარი ოპოზიციური პარტია კი არა, არამედ მთავარი რუსული პარტიაა საქართველოში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” გაფორმდა, როგორც ყველაზე მარგინალური და ოდიოზური პოლიტიკური პარტია.
„ნაციონალური მოძრაობა“ გაფორმდა, როგორც, ერთი მხრივ, რუსული ინტერესების მომსახურე ორგანიზაცია საქართველოში, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ყველაზე მარგინალური და ოდიოზური პოლიტიკური პარტია. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს პოლიტიკური ძალა სინამდვილეში მთავარი ოპოზიციური პარტია კი არა, არამედ მთავარი რუსული პარტიაა საქართველოში, ამიტომ არის მათთვის უინტერესო როგორც საკუთარი ამომრჩევლის ინტერესი, ასევე, ჩვენი ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.