იაგო ხვიჩია: დანამდვილებით ვერ გეტყვით, ვასაძე რუსული პროექტია თუ არა, მაგრამ მას უნდა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასე გამოიყურებოდეს
“გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია “ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელს, ლევან ვასაძესა და კრემლის იდეოლოგად მიჩნეულ, ალექსი დუგინს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
„დანამდვილებით ვერ გეტყვით, ვასაძე რუსული პროექტია თუ არა, მაგრამ მას უნდა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისე გამოიყურებოდეს, თითქოს, რუსული პროექტია. დუგინთან ჩასვლა, ვფიქრობ, ასეთი სვლა არის. ბატონი ვასაძე ფიქრობს, საქართველოში არის რუსეთისა და პუტინის მიმართ დადებითად განწყობილი ხალხი და მათი ხმები უნდა, იშოვოს. მე ასე ვხედავ, რომ მისი გადმოსახედიდან ეს არის რაციონალური სვლა რუსული ხმების მოსაბილიზებლად“, – განაცხადა ხვიჩიამ.