რატი იონათამიშვილი: გახარია სულ უფრო მეტად პოულობს დასაყრდენს რადიკალურ ოპოზიციაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია სულ უფრო მეტად პოულობს დასაყრდენს რადიკალურ ოპოზიციაში, მათ ტელევიზიებსა და, სავარაუდოდ, დაფინანსებაშიც.

მისივე თქმით, აღნიშნული სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიები გამალებით ცდილობენ გახარიას გაპიარებას, წინასწარ იციან მისი მიზნებისა და გეგმების შესახებ, ეს სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მაგრამ თუ ჩვენ უფრო დავაკვირდებით, იკვეთება, რომ გახარია სულ უფრო მეტად პოულობს დასაყრდენს რადიკალურ ოპოზიციაში, მათ ტელევიზიებსა და, სავარაუდოდ, დაფინანსებაშიც“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„გიორგი გახარიამ დამფინანსებელი იპოვა“ – ამ სათაურით მედიაში სტატია გავრცელდა. ჟურნალისტი წერს, რომ გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები