ანა ბუჩუკური: „ნაცები“ გვაბრალებენ, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს, „ქართული ოცნება“ გვაბრალებს, რომ – კეზერაშვილი

“სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ამ „ფეიკნიუსებს“ ავრცელებს”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ანა ბუჩუკურმა გიორგი გახარიას პარტიის დაფინანსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ნაცები“ გვაბრალებენ, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს. „ქართული ოცნება“ გვაბრალებს, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს. რეალურად, ეს ყველაფერი სასაცილო და ტყუილია! სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ამ „ფეიკნიუსებს“ ავრცელებს.
ფინანსები იქნება ღია, როდესაც პარტია დაფუძნდება და ამას კანონმდებლობა ითხოვს ჩვენგან. ყველა შეძლებს ამის ნახვას, თუმცა, კეზერაშვილზე თქმა სასაცილოა უბრალოდ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

„გიორგი გახარიამ დამფინანსებელი იპოვა“ – ამ სათაურით მედიაში სტატია გავრცელდა. ჟურნალისტი წერს, რომ გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები