ზელენსკიმ, შესაძლოა, 24 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების გეგმა გამოაცხადოს – FT

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქვეყნის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გეგმა გამოაცხადოს.

აღნიშნულის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times (FT) წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ცნობით, საუბარია არჩევნების ჩატარების გეგმის გამოცხადებაზე და არა უშუალოდ არჩევნების დანიშვნაზე. წყაროების თანახმად, ზელენსკი ინიციატივის წარდგენას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების წლისთავზე – 24 თებერვალს გეგმავს.

ამასთან, Financial Times აღნიშნავს, რომ უკრაინაში კვლავ მოქმედებს სამხედრო მდგომარეობა, რაც მოქმედი კანონმდებლობით არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარებას ზღუდავს. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება საჭიროებს სამართლებრივ და პოლიტიკურ შეთანხმებებს, მათ შორის პარლამენტის მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები