დავით მათიკაშვილი: ნაბიჯები, რომლებიც გიორგი გახარიასთან დაკავშირებულმა ძალამ გადადგა, პოლიტიკური მეკობრეობის მცდელობაა

“ის ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადაიდგა გიორგი გახარიასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მხრიდან, გულისხმობს პოლიტიკური მეკობრეობის მცდელობას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან საკუთარი იდენტობის გაიგივების მცდელობა არის მცდარი და არასწორი ნაბიჯი.

„ის ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადაიდგა გიორგი გახარიასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მხრიდან, გულისხმობს პოლიტიკური მეკობრეობის მცდელობას. “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან საკუთარი იდენტობის გაიგივების მცდელობა არის ძალიან მცდარი და არასწორი ნაბიჯები. დანარჩენს ჩვენ შევხედავთ. რა თქმა უნდა, დამფინანსებლებთან და პოლიტიკური იდეოლოგიის მიმართებით, რაც პოლიტიკურ პარტიას აყალიბებს. რაზეც ადეკვატური და სათანადო განწყობა ექნება „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

„გიორგი გახარიამ დამფინანსებელი იპოვა“ – ამ სათაურით მედიაში სტატია გავრცელდა. ჟურნალისტი წერს, რომ გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები