არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა, 8 მარტისა და 19 აპრილის შეთანხმებებმა მნიშნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციაში

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით მიღწეულ, 8 მარტისა და 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობაზე გაკეთდა აქცენტი.

“ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა, 8 მარტისა და 19 აპრილის შეთანხმებებმა მნიშნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციაში.
ისეთი მასშტაბის დემოკრატიული რეფორმების დროს, რომელიც საქართველომ გაატარა, პოლიტიკური დიალოგის ასეთი ძლიერი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო”, – განაცხადა ფორუმზე არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები