ანრი ოხანაშვილი – გახარიაზე გავრცელებულ სტატიაზე: ეს გვაძლევს საფუძვლიან ეჭვებს, რომ შესაძლებელია, მხარდაჭერის მიღება კეზერაშვილის მხრიდან იკვეთებოდეს

“გიორგი გახარიაზე გავრცელებული სტატია გვაძლევს საფუძვლიან ეჭვებს, რომ შესაძლებელია, გარკვეული სახის ურთიერთობა, შეთანხმება, მხარდაჭერის მიღება კონკრეტული პირის მხრიდან, ამ შემთხვევაში, კეზერაშვილის მხრიდან იკვეთებოდეს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეჭვები საფუძვლიანია.

„ეს საფუძვლიან ეჭვებს, რომ შესაძლებელია, გარკვეული სახის ურთიერთობა, შეთანხმება, მხარდაჭერის მიღება კონკრეტული პირის მხრიდან, ამ შემთხვევაში, კეზერაშვილის მხრიდან იკვეთებოდეს. რა თქმა უნდა, ამის საფუძვლიანი ეჭვები მარტივად ჩანს, როცა კონკრეტული მედიასაშუალება აპიარებს ერთ კონკრეტულ პირს და ხელს უწყობს მისი კამპანიის წარმოჩენასა და გაპიარებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

„გიორგი გახარიამ დამფინანსებელი იპოვა“ – ამ სათაურით მედიაში სტატია გავრცელდა. ჟურნალისტი წერს, რომ გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები