ანრი ოხანაშვილი: „ლელოს“ წარმომადგენლები აყენებენ ისეთ კატეგორიულ საკითხებსა და მოთხოვნებს, რომელიც პირდაპირ არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი ამნისტიის კანონპროექტის არსს
„ლელოს“ წარმომადგენლები აყენებენ ისეთ კატეგორიულ საკითხებსა და მოთხოვნებს, რომელიც პირდაპირ არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი ამნისტიის კანონპროექტის არსს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია საერთო პოზიციაზე ვერ თანხმდება.
„ერთი ფაქტორი, თუ რატომ ვერ შევაჯერეთ დღეს საკითხი, გახლავთ ის, რომ თვითონ ოპოზიციაში არის გაურკვევლობა. არ არიან ჩამოყალიბებულები ერთიან პოზიციაზე. რომ დაგიკონკრეტოთ, „ლელოს“ წარმომადგენლები აყენებენ ისეთ კატეგორიულ საკითხებსა და მოთხოვნებს, რომელიც პირდაპირ არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი ამნისტიის კანონპროექტის არსს. სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს უფრო მეტად აქვთ თანამშრომლობის მოლოდინი გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით. ამიტომ იყო პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კონკრეტული შეთავაზება, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ, „ქართული ოცნება“ გამოვთქვამთ მზაობას, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში ამ საკითხზე ვიმსჯელეთ და დავაახლოოთ პოზიციები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს უმრავლესობიდან შესთავაზა, დოკუმენტის მათი ვერსიიდან ამოიღონ ჩანაწერი ამნისტიაზე თანხმობასთან დაკავშირებით, ოპოზიციას კი სთავაზობს უარი თქვას ჩანაწერზე დაზარალებულის თანხმობის შესახებ.