გიგი წერეთელი: ვასაძე-დუგინის შეხვედრაზე არ მგონია, საუბარი ყოფილიყო საქართველოს დამოუკიდებელ განვითარებაზე – რუსეთი ცდილობს, დასაყრდენი იპოვოს ქართულ პოლიტიკაში
“რუსეთი მუდმივად ცდილობს, თავისი დასაყრდენი იპოვოს ქართულ პოლიტიკაში”, – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი წერეთელი “ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელს, ლევან ვასაძესა და კრემლის იდეოლოგად მიჩნეულ, ალექსი დუგინს შორის გამართულ შეხვედრას.
მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, საქართველოში თავისი ამოცანების შეასრულოს.
“რუსეთი მუდმივად ცდილობს, თავისი დასაყრდენი იპოვოს ქართულ პოლიტიკაში. დუგინი, რომელთანაც ვასაძეს ჰქონდა შეხვედრა დამოუკიდებლობის დღეს და არ მგონია, იქ საქართველოს დამოუკიდებელ განვითარებაზე იყო საუბარი, ნათელია, თუ რაზე აკეთებს რუსეთი აქცენტს და ამ შემთხვევაში რაზე დადებს ფსონს საქართველოში იმისათვის, რომ თავისი ამოცანები შეასრულოს”, – აღნიშნა წერეთელმა.
ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში ლევან ვასაძისა და ალექსი დუგინის შეხვედრის ამსახველი ფოტო გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტომასალა მოსკოვის რესტორანში ქართველმა ემიგრანტებმა გადაიღეს.