ირაკლი ქადაგიშვილი: როცა პროტესტი იღებს ისეთ სახეს, რომ ზოგადად ჰესის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგობა იკვეთება, არის მცდარი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი “ნამოხვანჰესის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისი თქმით, როცა პროტესტი იღებს ისეთ სახეს, როცა ზოგადად ჰესის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგობა იკვეთება, არის მცდარი.
„პროტესტი, როცა ის ეხება კონკრეტულ თემას და ითხოვს ამ თემის უკეთესად წარმართვას, ეს მისაღები და გასაგებია, მაგრამ პროტესტი, რომელიც იღებს ისეთ სახეს და ამბობს, რომ ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგები ვართ ზოგადად ჰესის მშენებლობის და ულტიმატუმების სახით ხდება ამ თემაზე საუბარი, არის მცდარი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.