დავით მათიკაშვილი: “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტი შარლ მიშელის დოკუმენტთან თანხვედრაშია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტი შარლ მიშელის დოკუმენტთან თანხვედრაშია.
“ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არის აბსოლუტურად თანხვედრაში და მთლიანად შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ სულისკვეთებას. რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება იმის მცდელობა, რომ მხარეები შეთანხმდნენ და ერთობლივი დოკუმენტი შექმნან”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.