პაატა მანჯგალაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში ცვლილებებისთვის შემოვიდა”
„სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით შემიძლია, დავადასტურო, რომ ჩვენ პარლამენტში ვინმეს დამარცხებისთვის არ შემოვსულვართ”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“ჩვენ ცვლილებებისთვის შემოვედით, რომელსაც საზოგადოება ითხოვს. ცვლილებები აუცილებლია, რათა გაიზარდოს ყველა არჩევითი ორგანოს ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე. ადგილებზე ფიქციათა ქცეული თვითმმართველობები და ისინი ადგილობრივი კორუმპირებული ჩინოვნიკების სამსახურშია გადასული.
მართალია, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ და გვინდა, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურა დავამკვიდროთ ქვეყანაში, მაგრამ როცა საქმე ეხება ხალხს, გაჭირვებულ ადამიანებს, აქ კონსტრუქციულობაზე საუბარი არ შეიძლება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.