გურამ მაჭარაშვილი: “ნამოხვანჰესზე“ აღარ გვესმის მოთხოვნები, ისმის ულტიმატუმები
„ნამოხვანჰესზე“ მოთხოვნები აღარ გვესმის, ისმის ულტიმატუმები. როცა სახელმწიფოს უყენებ ულტიმატუმს, რომ დედაქალაქის პარალიზებასა და ქვეყნის ჩამოქცევას დააპირებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არგუმენტები უკვე არ გაქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ენერგოდამოუკიდებლობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
„ნამოხვანჰესზე“ მოთხოვნები აღარ გვესმის, ისმის ულტიმატუმები. როცა სახელმწიფოს უყენებ ულტიმატუმს, რომ დედაქალაქის პარალიზებასა და ქვეყნის ჩამოქცევას დააპირებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არგუმენტები უკვე არ გაქვს და კანონმდებლობიდან გადიხარ. საუბარია დიდ ინვესტიციაზე, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე და თუ ვინმეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა არ აწყობს, ესაა რუსეთი. სხვა შემთხვევაში, ენერგოდამოუკიდებლობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მკვეთრად ვემიჯნებით იმას, რომ ინვესტირებისას რომელიმე მოქალაქის უფლება დაირღვეს, გარკვეულია ბევრი საკითხი. ჩნდება ეჭვები, რომ ეს არ არის აქცია მხოლოდ ჰესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნიშნებს იძენს. ქვეყნისთვის ბევრი უნდა გქონდეს გაკეთებული, რომ ასეთი ულტიმატუმები წააყენო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.